14.მარტი.2019 22:00
საფინანსო სექტორი

ბანკების ასოციაცია: "სებ-ის ნაბიჯით უცხოური ვალუტის მოზიდვა საკმაოდ გაძვირდა"

ბანკების ასოციაცია: "სებ-ის ნაბიჯით უცხოური ვალუტის მოზიდვა საკმაოდ გაძვირდა"
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით,  სებ-ის მხრიდან უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდა ბანკებს უცხოური ვალუტის მოზიდვას კიდევ უფრო გაურთულებს.

ამასთან, bm.ge-თან საუბრისას ძნელაძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი სებ-ის მხრიდან ადრევე იყო დაანონსებული.

„სებ-ის მხრიდან გაცხადებული იყო, რომ უცხოური ვალუტის მოზიდვასთან დაკავშირებით, გარკვეული ქმედებები განხორციელდებოდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ რეკომენდაციაც გაიცა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. საბანკო სექტორისთვის დღეს ძალიან რთულია სავალუტო რესურსის მოზიდვა. სებ-ის ნაბიჯით უცხოური ვალუტის მოზიდვა საკმაოდ გაძვირდა. დღეის მდგომარეობით, გრძელვადიანი ლარის მოზიდვის დეფიციტია ბაზარზე“, - აცხადებს ის.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში სებ-ის მიერ ამოქმედებული რეგულაციების ფონზე ეს ცვლილება მნიშვნელოვან ეფექტს არ მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით გაუზარდა. შედეგად, ამ განაკვეთმა 30%-ს მიაღწია.

სებ-ის განცხადებით, ეს ცვლილება ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი რისკების შემცირებას ემსახურება. თუმცა, მის შედეგად, კომერციულ ბანკებს ერთ წლამდე ვადიანობის დოლარისა და ევროს რესურსის მოზიდვა გაუძვირდათ.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

21.მაისი.2019 19:11
229

დირექტორის თანამდებობიდან გიორგი კალანდარიშვილი "ლიბერთის" ბორდში ინაცვლებს

ვრცლად
21.მაისი.2019 18:18
641

"ლიბერთი ბანკის" დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა თანამდებობა დატოვა

ვრცლად
21.მაისი.2019 14:53
82

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ვრცლად
21.მაისი.2019 14:43
59

VTB ბანკი: გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

ვრცლად
21.მაისი.2019 11:52
114

Bloomberg-ის სისტემაში დოლარის ღირებულება 2.769 ლარს ასცდა

ვრცლად
20.მაისი.2019 16:59
542

კრისტინ ლაგარდი: საქართველომ საკუთარ ფულად ერთეულში რწმენა უნდა გაიძლიეროს

ვრცლად