მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების ასოციაცია: საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ რეგულაციები დეკემბერში შერბილდება

5dd7f6e25cd21
BM.GE
22.11.19 20:42
1049
"ეს შერბილება თუ მოხდება დეკემბრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საბანკო სექტორისთვის“, - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ გააკეთა.

“დეკემბერი ყოველთვის ყველაზე აქტიური თვეა, სესხის გაცემის ნაწილში იქნება თუ სხვა მიმართულებში, აქედან გამომდინარე საბანკო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუკი ეს შერბილება დეკემბერში მოხდება იმის გამო, რომ შესაძლებელი იქნება იმაზე მეტი სესხის გაცემა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

რამდენად დროულია რეგულაციის შერბილება, ამის შესახებ გამიჭირდება ვთქვა, რომ რაღაცა პერიოდის წინ რომ მომხდარიყო, ეს რადიკალურად შეცვლიდა სურათს, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებები 200 ათასიანი ზღვარიც და სხვა რეგულაციებიც გარკვეულ ზეწოლას ახდენს ეკონომიკაზე. ეს გადაწყვეტილება არის მართებული იქიდან გამომდინარე, რომ უნდა წახალისდეს სესხის გაცემა, რომელიც წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ძნელაძემ.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე  ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემაზე 200 000 ლარიანი ზღვარის 100 000 ლარამდე შემცირებას განიხილავს.