25.ოქტომბერი .2021 16:39

ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 41 მილიარდ ლარს მიაღწია

ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 41 მილიარდ ლარს მიაღწია
views 409
უკან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სფეროს დაკრედიტების შესახებ  ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით სესხების მოცულობა 930.93 მლნ ლარით (2.32%-ით) გაიზარდა. შედეგად სესხების მთლიანმა მოცულობამ პირველი ოქტომბრისთვის 41 მილიარდ ლარს მიაღწია.

"ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 576.89 მლნ ლარით (3.00%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 354.04 მლნ ლარით (1.70%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.03%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.10%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.46%-ით მეტი).

2021 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.63%-ით, ანუ 326.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 20.42 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით)", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა