საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, საბანკო სისტემა მოგება-ზარალის თვალსაზრისით 0-თან ახლოს იქნება. ამის შესახებ მან "Forbes კვირასთან" ინტერვიუში 2020 წელს საბანკო სექტორზე პანდემიის გავლენაზე საუბრისას განაცხადა.
„ბანკების ნაწილი უკვე არიან მოგებაზე, მაგრამ ეს უმნიშვნელო მოგებაა. სისტემა მთლიანად 0-თან ახლოს იქნება, ეს იქნება ზარალი თუ მოგება ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად უმნიშვნელო რიცხვი იქნება.
აქვე, ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი ყოველთვიურად საოპერაციო მოგებაზე იყო, ანუ ფუნქციონირებს, მუშაობს და საოპერაციო მოგებას აგენერირებს. ზარალი ძირითადად ასახულია იმ რისკების შეფასების თვალსაზრისით, რაც ეხებოდა კონკრეტულად საკრედიტო პორტფელს და საკრედიტო პორტფელის რისკის ასახვა მოჰყვა რეალურად მოგება-ზარალში“, - განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა პანდემიიდან გამოწვეულ კრიზისს მომზადებული შეხვდა, თუმცა საუბარი იმაზე, რამდენად გაფუჭდება საკრედიტო პორტფელი სესხების რესტრუქტურიზაციის შედეგად, ჯერ ადრეა.
„რეალურად გადახდების აღდგენა მთლიან პორტფელზე სრულად მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოხდება, იმიტომ რომ ის გადავადებები, რესტრუქტურიზაციები შეეხო იმ კომპანიებს, რომლებსაც გადახდის სპეციფიური გრაფიკები ჰქონდათ და წელიწადში ერთხელ, ან 2-3 თვეში იხდიდნენ, აქედან გამომდინარე სრულად ვადაგადაცილებებს წლის ბოლოს შევაფასებთ, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია.
ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა ის სესხები, რომლებიც უკვე გადავადდა, სადაც უკვე სახეზე გვაქვს გადახდები და გადახდების აღდგენა. იმდენად კარგად აღდგა გადახდები, რომ ეს იძლევა ოპტიმისტური მოლოდინების შექმნის საფუძველს, რომ რეალურად ვადაგადაცილებული და გაფუჭებული, ანუ გადაუხდელი სესხების რაოდენობა დიდი არ იქნება“, - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2021 წელი იქნება იმ პრობლემების გადალახვის წელიწადი, რა პრობლემებიც ეკონომიკისა და ბიზნესისთვის დღის წესრიგში დგას, ხოლო 2022 წლიდან იქნება სრულ რეაბილიტაციაზე საუბარი.
„საბანკო სისტემის წინაშე მდგარი რისკები უკვე შეფასებულია კონსერვატიულად შეფასდა ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელსაც ყველანაირი ინსტრუმენტი აქვს, ეს იქნება კაპიტალის ბუფერები თუ ლიკვიდობის მართვის ნაწილში რეზერვების მიაწოდების შესაძლებლობა სისტემისთვის, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელს საბანკო სისტემა მზადყოფნაში შეხვდა და რომ ეს წელი წარმატებით გადავლახეთ. იწყება პრობლემების მოგვარების, გაანალიზების და ბიზნესთან მუშაობის წელიწადი, რითი უნდა მოხდეს და რა დახმარებაა შესაძლებელი, იმისთვის რომ ბიზნესმა ყველაზე მარტივად და უმტკივნეულოდ მოახდინოს რეაბილიტაცია და შემდგომ განვითარებაზე ფიქრი“, - განაცხადა ძნელაძემ.
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?