ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო დაკრედიტებასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. 15 წლიდან 10 წლამდე შემცირდა უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადიანობა. ასევე ბანკების მიერ ლარის სესხების გაცემის წასახალისებლად, შეიცვალა მათი სავალუტო ბუფერის დათვლის წესი და ის მათი დაკრედიტების დოლარიზაციაზე იქნება დამოკიდებული ანუ იმ ბანკებს, რომლებიც მეტ დოლარის სესხს გასცემენ, ბუფერის სახით მეტი თანხის შენახვის ვალდებულება ექნებათ.
ცვლილებები ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა, თუმცა ბანკებს, რომელთაც კრედიტების მაღალი დოლარიზაცია აქვთ, შეცვლილი ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მის შესავსებად 1-წლიანი ვადები მიეცემათ.
უკანასკნელი მდგომარეობით, საბანკო დაკრედიტებაში ლარის წილი გაზრდილია. 2021 წლის ოქტომბერში სექტორმა 3.27 მილიარდი ლარის ახალი სესხები გასცა. მათ შორის 2.16 მილიარდი ლარი ანუ 66% ლარის სესხები იყო, 1.10 მილიარდი ლარი (33%) სავალუტო კრედიტებზე მოდიოდა.
“კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიცვლება სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის (CICR) დათვლის მეთოდი და ის დამოკიდებული იქნება კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის დონეზე, რაც ბანკებისთვის სესხების ლარიზაციის მოტივაციას გაზრდის. როგორც წინა კომიტეტის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, მიუხედავად საგრძნობი შემცირებისა, დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა, რამაც ხელი შეუწყო არსებული მოწყვლადობის მნიშვნელოვან შემცირებას, თუმცა საკრედიტო პორტფელში უცხოური ვალუტის სესხების კვლავ მაღალი წილის ფონზე, დოლარიზაცია არაჰეჯირებული მსესხებლებისა და, ჯამურად, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად რჩება. ლარიზაციის მხარდასაჭერად, სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი არსებული 75% რისკის წონის მოთხოვნის ნაცვლად სესხების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. 40%-ის ან ნაკლების დოლარიზაციის შემთხვევაში, რისკის წონა 40%-ის ტოლი იქნება და ყოველი 1 პროცენტული პუნქტით (პპ-ით) დოლარიზაციის ზრდა რისკის წონას 3 პპ-ით გაზრდის, მაქსიმუმ 100%-მდე. გადასვლის ეტაპზე სისტემის დონეზე CICR-ის დათვლის აღნიშნული სქემა კაპიტალის მოთხოვნის მატერიალურ ცვლილებას არ გამოიწვევს, თუმცა ცალკეული ბანკებისთვის ბუფერის მოთხოვნა მათი დოლარიზაციის დონიდან გამომდინარე შეიცვლება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ