მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების სესხები 40 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

6151ae381233c
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.21 15:44
664
ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს თვის მდგომარეობით საბანკო სექტორის აქტივების და სესხების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 40.07 მილიარდ ლარს მიაღწია. დაკრედიტების ზრდასთან ერთად, გაზრდილია სესხების ლარიზაციის წილიც, რაც ამჟამად 48%-ს შეადგენს. 

"კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 478.45 მლნ ლარით (1.21%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.53%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 40.07 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით (1.82%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 135.17 მლნ ლარით (0.65%-ით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.10 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.03%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.03 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.02%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.65%-ით მეტი).

2021 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.09%-ით, ანუ 216.31 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 20.09 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.02 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.