28.აგვისტო .2019 12:01

ბანკების შემოსავალი ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან 69%-ით გაიზარდა და 206 მლნ-ია

views 643
უკან

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ქართული ბანკების მიერ ვალუტოს გაცვლის ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 206,658,000 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 69.6%-ით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქართული ბანკები ვალუტის გაცვლით უფრო მეტ შემოსავალს იღებენ, ვიდრე სხვა და სხვა ტიპის საკომისიოებისგან, რომლის შემოსავალიც იანვარ-ივლისში 202,917,000 ლარი იყო. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საკომისიო შემსოავალები კლებადია, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ის დღეს არსებულზე 11%-ით მეტი იყო.

საკომისიოებისა და მოსაკრებლების შემოსავლის კლების პარალელურად, გაზრდილია სხვა და სხვა ტიპის ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავალი.

მთლიანობაში ბანკებმა ჯარიმებიდან 55,188,000 ლარის სარგებელი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 18%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა