მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების თანამშრომელთა ნახევარზე მეტი ქალია - საბანკო ასოციაცია

620cf7e6740c6
სალომე ჭიპაშვილი
16.02.22 22:40
1285
საბანკო სექტორში დღეის მდგომარეობით 30 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა 51,2% ქალია. როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პროექტის დირექტორმა სალომე მაკარიძემ განაცხადა, დასაქმება საბანკო სექტორის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

„აქ მხოლოდ რაოდენობებზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია იმაზე, რომ სექტორი იმდენად განვითარებულია, რომ თავის თანამშრომლებს, როგორც მომხმარებლებს ისე უყურებს, აკეთებს მათ ანალიზს, სეგმენტაციას. თანამშრომლების განვითარებისა და ამ პოლიტიკის მართვის კუთხით, ბანკს ძალიან ბევრი ინოვაციური მიდგომა აქვს. რაც მთავარია, სისტემა მუდმივად ახლდება და ივსება ახალი პერსპექტიული კადრებით", - განაცხადა სალომე მაკარაძემ და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდა თაობის ინტერესი ე.წ. ფრონტ ოფისის, მოლარეების, კრედიტ ოფიცრების და იურისტების პოზიციაზე შემცირებულია.“

მისივე თქმით, საბანკო სისტემა და ზოგადად საზოგადოება, თაობათა ცვლის გზაგასაყარზე დგას, კერძოდ საუბარია საკადრო ბაზარზე ე.წ. Z-თაობის პირველი წარმომადგენლების შემოსვლაზე. ამასთან, თაობათა წარმომადგენლების მოთხოვნებს, ცხოვრებისა და სამუშაოს მიმართ დამოკიდებულებას შორის დიდი სხვაობაა, რის შემცირებაზეც საბანკო ასოციაცია მუშაობას იწყებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმებაში გარკვეული გარღვევა არსებობს, ვიფიქრეთ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ გარღვევის ამოვსებაში. საბანკო ასოციაცია 14 ბანკს აერთიანებს, გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და გვინდა შევქმნათ სასწავლო პროგრამები, რათა კომპანიებსა და ადამიანებს შორის ინფორმაციული ვაკუუმი ამოვავსოთ. ამ კუთხით პირველი ნაბიჯების გადადგმას წელსვე დავიწყებთ.“ - განაცხადა სალომე მაკარაძემ.

საქართველოს საბანკო ასოციაცია, რომელიც 2018 წლის 20 აგვისტოს დაფუძნდა, თანამშრომლობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ასოციაციებსა და კავშირებთან.