მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებისთვის მოგების გადასახადის გაზრდა უსამართლოა, ეს მოქალაქეებზე აისახება - პაპაშვილი

63aeaf4a1ce89
თელარა გელანტია
30.12.22 13:55
718
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე გაზრდა უსამართლოა. „ბანკებისთვის საგადასახადო წნეხის გაზრდა მოქალაქეებზე აისახება“, - თქვა BMG-სთან ინტერვიუში ლაშა პაპაშვილმა.

- როგორც ყოფილი ბანკირი, როგორ შეაფასებთ მოგების გადასახადის გაზრდას საფინანსო სექტორისთვის? თან იმ მოტივით, რომ ბანკებს დიდი მოგება აქვთ. ანუ რადგან მოგებიანი სექტორია, მთავრობამ გადაწყვიტა, ამ ფორმით „დავსაჯოთ“ კარგი მუშაობისთვისო?

- „დავსაჯოთ“ - არა, „დავჩარჯოთო“... კი ბატონო, სადაც მეტი მოგებაა, იქ უნდა იყოს გადასახადების გააზრებული ზრდა, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. ისიც მესმის, რომ სახელმწიფოს სჭირდება მეტი შემოსავალი, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმა 25%-მდეა და ბანკები 200 მილიონს კარგავენ, რადგან გარკვეულ თანხას ვერ იყენებენ, ვფიქრობ, მოგების გადასახადის გაზრდა უსამართლოა და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება. ბანკებმა საიდანღაც ხომ უნდა იშოვონ ის, რაც დააკლდათ? იშოვიან მოქალაქეებისგან. იძულებულები არიან, აწიონ საპროცენტო განაკვეთი ან რაღაც სხვა მოიმოქმედონ... ამდენად, თუ იმის ბერკეტი გაქვს, რომ ეს დაიჭირო და სხვა რაღაც შეღავათი მისცე საფინანსო სექტორს, კი, ბატონო, გასაგებია <მოგების გადასახადის ზრდა>, მაგრამ თუ ასე ბრმად აუწევ, ისინიც აუწევენ...

- ფიქრობთ, რომ საფინანსო სექტორს მოგების გადასახადი „ბრმად აუწიეს“?

- მოტივაცია ბრმა იყო, რადგან არავის გაუთვლია, რა მოჰყვება ამას უბრალო მომხმარებლისთვის, მოქალაქეებისთვის. ეს უნდა მომხდარიყო ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, დიდი ანალიზის შედეგად.

რამდენი მილიონით გაეზრდებათ ბანკებს მოგების გადასახადის ხარჯი?