მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბანკებმა, ფაქტობრივად, შეწყვიტეს დაკრედიტება" - რაში უნდა დახარჯოს მთავრობამ 2 მლრდ?

5e84ac40889da
სალომე მეცხვარიშვილი
02.04.20 10:15
1581
კრიზისულ პერიოდში ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის მთავრობა 2 მილიარდ ლარს გამოყოფს. ვის და როგორ დაეხმარება ხელისუფლება კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, ჯერ ცნობილი არ არის.

რას უნდა მოხმარდეს გამოყოფილი თანხა?

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნიათ “ფერმერთა ასოციაციაში”.

"ფინანსურ კაპიტალსა და საბრუნავ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბანკებმა ახლა, ფაქტობრივად, შეწყვიტეს დაკრედიტება",- ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიმართულებით არსებობს.

“ძალიან მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ის პროექტები, რომელიც არსებობს პროექტების მართვის სააგენტოში და ამავდროულად, დაემატოს პროექტები, როგორებიც არის ერთწლიანი კულტურების წარმოება, რაც შექმნის სწრაფ ეფექტს და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევამციროთ იმპორტი ქვეყანაში. ვფიქრობ, ექსპორტისგან სხვა ქვეყნებიც შეიკავებენ თავს თავიანთი სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. აუცილებელია, უფრო მეტი ფერმერისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ის პროექტები, რომლებიც აქამდე მიმდინარეობდა”, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.