28.აგვისტო .2019 16:52

ბანკებმა ჯარიმების სახით წელს 18%-ით მეტი - 55,188,000 ლარი აკრიფეს

views 483
უკან

₾55,188,000 - ეს არის ის თანხა, რაც ბიზნესებმა და მოქალაქეებმა ქართულ ბანკებს ჯარიმებისა და საურავების სახით გადაუხადეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური სტატისტიკის მიხედვით, ჯამურად, ქართული ბანკების მიერ აკრეფილი საურავების ღირებულება 18%-ით არის გაზრდილი.

ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლის ზრდის საპირისპიროდ, შემცირებულია სხვა და სხვა ტიპის საკომისიოებისა და მოსაკრებლების შემოსავლები. იანვარ-ივლისში ამ გზით ბანკებმა 202,917,000 ლარი მიიღეს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 11%-ით ნაკლებია.

საკომისიოებსა და ჯარიმებზე უფრო დიდ შემოსავალს კი კომერციული ბანკები ვალუტის კონვერსიის ოპერაციებიდან იღებენ, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში ქართული ბანკების მიერ ვალუტოს გაცვლის ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 206,658,000 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 69.6%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა