მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა სავალუტო კონვერტაციის ოპერაციებიდან 219 მილიონის მოგება მიიღეს

619e71919b656
შოთა ტყეშელაშვილი
24.11.21 20:33
995
სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა, რომ წელს ქართულმა ბანკებმა ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებიდან 219 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, რაც გადახურდავებული თანხების კურსებს შორის კონვერსიის მომსახურების საფასურს წარმოადგენს.

შედარებისთვის, 2020 წლის 10 თვეში საბანკო სექტორის წმინდა მოგება სავალუტო კონვერსიის ოპერაციებიდან გაცილებით ნაკლები თანხა, 13.9 მილიონი ლარი მიიღეს, შესაბამისად წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.

საკონვერსიო ოპერაციებთან ერთად, გაზრდილია ბანკების შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან, რამაც წელს 58.8 მილიონი შეადგინა, ეს წინა წელთან შედარებით 18.8 მილიონი ლარით მეტია.

სხვადასხვა საბანკო საკომისიოების შემოსავალმი კი წელს 379.1 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 118 მილიონი ლარით, ანუ 44%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ბანკების მთლიან შემოსავლებს, მან 4.90 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 3.86 მილიარდი ლარი საპროცენტო შემოსავლები, 1.03 მილიარდი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო. წლის პირველ 10 თვეში ქართულმა ბანკებმა 1.76 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს.