მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებს გაცემული სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კვარტალურ ანგარიშებში მითითება მოუწევთ - გვენეტაძე

617921c24adb1
ინგა მურუსიძე
27.10.21 14:06
659
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს  გაცემული სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთების კვარტალურ ანგარიშებში მითითება მოუწევთ.

ასე უპასუხა სებ-ის პრეზიდენტმა, bm.ge-ს მიერ დასმულ კითხვას, მოუწევთ თუ არა კომერციულ ბანკებს მათ კვარტალურ ანგარიშებში გაცემული სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთების მითითებაც? ასევე მოუწევთ თუ არა ბანკებს კვარტალურად მათი სესხების სექტორული შემადგენლობის ჩაშლაც?

„დიახ, მათ მოუწევთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუციულებელია იმისათვის, რომ ეროვნული ბანკი ფლობდეს ინფორმაციას ფინანსური სტაბილურობის რისკების შეფასებასთან და სხვადასხვა პროგოზების გაკეთებასთან დაკავშირებით. ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მიდგომა, რომელიც ბანკებს ავალდებულებს, რომ ყოველ კვარტალურად, გაამჟღავნონ გაცემულ სესხებზე ინფორმაცია ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შესახებ სექტორული ჩაშლით“, - განაცხადა გვენეტაძემ.