მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებში არსებული დეპოზიტების 39% და სესხების 49% ლარშია ნომინირებული

61c9dafbf003a
BM.GE
27.12.21 23:27
461
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკებში 35,750,000,000 ლარის დეპოზიტები იყო შენახული. ეს თანხა 1 ნოემბერთან შედარებით, 1.67%-ით (606 მლნ ლარით) ნაკლებია. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს თანხა ერთთვიან ჭრილში 0.08%-ით გაიზარდა. 

"ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 398.39 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.94%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 207.60 მლნ ლარით, ანუ 1.01%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.86%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 39.5% შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.40 პროცენტული პუნქტით)", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში. 

რაც შეეხება კრედიტების ლარიზაციას, ის ბევრად უფრო მაღალია და 2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით სესხების 49.43%-ს შეადგენს. ერთთვიან ჭრილში ეს მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.