მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებში მოსახლეობას და ბიზნესს 35 მილიარდზე მეტი დეპოზიტები აქვს განთავსებული

6151d72b5dad4
BM.GE
27.09.21 20:00
3447
ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს თვის მდგომარეობით საბანკო სექტორის აქტივების და სესხების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების მოცულობამ 35.4 მილიარდ ლარს მიაღწია. ამავე ანგარიშის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის დონე შემცირებულია.  

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი სექტემბრისათვის 35.41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 287.82 მლნ ლარით, ანუ 0.82%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.05%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 56.39 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.56%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 231.43 მლნ ლარით, ანუ 1.19%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.45%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 39.89 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით).

აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.38% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.88%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.67%, ხოლო ევროს წილმა 14.95% შეადგინა,"- ნათქვამია ანგარიშში.