მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებში სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დეპოზიტები საკრედიტო-საგარანტიო სისტემას უკავშირდება

60db62c379522
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.21 00:50
856
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოშის” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი BMG Online-ის ეთერში მათ მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების შესახებ საუბრობს. როგორც ხიდურელი განმარტავს, ეს თანხა თავისუფალ ნაშთს არ წარმოადგენს და ის საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ფარგლებში კერძო ბიზნესებისთვის სესხის უზრუნველყოფის სახით განთავსებულ თანხებს წარმოადგენს.

“ეს არის სწორედ ის თანხა, რომლითაც გარანტირდება მეწარმეთა სესხები. ეს არ არის თავისუფალი ნაშთი, ეს არის თანხა, რომელიც მეწარმის მიერ სესხის დაფარვის შედეგად ეტაპობრივად თავისუფლდება. თუმცა ამავდროულად, როდესაც განთავსებულია ჩვენი სახსრები ბანკებში ამ პროგრამის ფარგლებში მას სარგებელი ერიცხება", - განმარტავს მიხეილ ხიდურელი.

საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე საუბრისას მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ მისი შეფასებით, ეს პროექტი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც მის ფარგლებში 2020-2021 წლებში ჯამში 223 პროექტი დაფინანსდა.

“2020 წელს, როდესაც ჩვენ ვიყავით ძალიან არასტანდარტულ რეჟიმში და იყო პანდემიური ვითარება, 151 ახალი პროექტი დაფინანსდა ამ პროექტით. 131 მილიონი ლარის სესხზე არის გარანტირრებული 116 მილიონი ლარი და სააგენტოს მიერ გადასარიცხი თანხა არის 41 მილიონი ლარი. 2021 წელს კი 72 პროექტი არის უკვე დაფინანსებული. ჯამში 63 მილიონი ლარის სესხი არის გარანტირებული. 2020-2021 წლებში ჯამში არის 223 პროექტი, საიდანაც 195 მილიონი ლარის სესხი აიღეს ამ პროექტზე კომპანიებმა და აქედან 61 მილიონი ლარი არის სააგენტოს გადასახარიცხი თანხა. სექტორების მიხედვით აქ ლიდერობს კვების წარმოება 64 პროექტი არის დაფინანსებული. ასევე დაფინანსებულია რესტორნები, ასევე სოფლის მეურნეობაში მრავალწლიანი კულტურების მოყვანა, ასევე თევზჭერა. ვერ დავეთანხმებოდი რომ საკრედიტო-საგარანტიო სისტემა ეფექტიანად არ მუშაობს. მაგალითს მოგიყვანთ კვების ინდუსტრიიდან, რომ დავინახოთ რამდენად ეფექტურად აითვისა კერძო სექტორმა ეს პროგრამა. თქვენ იცით, რომ კვების ინდუსტრიაზე ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სოფლის განვითარების სააგენტოსთან. ისინი აფინანსებენ საწარმოებს სესხის თანადაფინანსებით სუბსიდიით. ამავდროულად იმავე საწარმოს და იმავე სესხს ჩვენ ვაფინანსებთ საკრედიტო საგარანტიო სქემით და 90%-იანი უზრუნველყოფით - ეს ხდება პარალელურად. ამიტომაც ტოპ ინდუსტრიებს შორის აქ კვების მრეწველობა ლიდერობს. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორი ამ პროგრამას ხედავს და მას ძალიან კარგად იყენებს. ამასთანავე, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც კომპანიებს სესხით მიღებული თანხით საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს,”- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.