მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებში უმოქმედო ბიზნეს სესხები მცირდება

618e892f78206
BM.GE
12.11.21 20:00
869
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებში უმოქმედო ბიზნეს სესხები მცირდება. სებ-ის თანახმად, ვალუტების მიხედვით, ამ დროისთვის ყველაზე ცოტა უმოქმედო სესხი ლარშია, რაც ბიზნეს სესხების პორტფელის 5%-ს შეადგენს, დოლარის ბიზნეს სესხებშიი კი უმოქმედო სესხების წილი ამჟამად 10%-ს შეადგენს. წინა კვარტალთან შედარებით უმოქმედო სესხების მოცულობა ერთი პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

“2021 წლის მესამე კვარტალში უმოქმედო სესხების წილი ბიზნეს სესხებში მცირედით შემცირდა. მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმოქმედო სესხების წილი ჯამურად ბიზნეს სესხებში, 7%-მდე, შემცირდა, რაც პორტფელის ზრდასა და ზოგიერთი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.

ვალუტების ჭრილში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უმოქმედო სესხების წილი ეროვნული ვალუტით გაცემულ ბიზნეს სესხებში მცირედით, 5%-მდე, შემცირდა. ევროთი გაცემულ ბიზნეს სესხებში უმოქმედო სესხების წილი ასევე მცირედით, 6%-მდე, შემცირდა, ხოლო აშშ დოლარით გაცემულ სესხებში უმოქმედო სესხების წილი 1 პპ-ით შემცირდა და 10% შეადგინა. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში უმოქმედო სესხების წილის მცირედით შემცირებას კვლავ მოელიან.

საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კორპორატიული სესხების პორტფელის 12%, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის 7% სარგებლობს სესხის მომსახურეობის საშეღავათო პერიოდით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ რესტრუქტურიზებული სესხების წილის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, რესტრუქტურიზებული სესხების წილი ბიზნესს სესხებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 21% შეადგინა. თუმცა 2020 წლის სექტემბერთან შედარებით რესტრუქტურიზებული სესხების წილი მნიშვნელოვნად გაზრდილია,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.