მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბანკი უნდა იყოს ბიზნესის პარტნიორი და არა - მტერი"

5e43f9f8acba2
სალომე მეცხვარიშვილი
12.02.20 20:00
2457
“გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის” მმართველი პარტნიორისთვის გიორგი ჩალაძისთვის მიუღებელია საქართველოში კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთები ბიზნესსესხებზე.

“ბანკი უნდა იყოს ბიზნესის პარტნიორი და არა - მტერი”,- ამბობს გიორგი ჩალაძე და აღნიშნავს, რომ ბანკებმა “სწორი პოზიცია” უნდა დაიკავონ.

“კომერციული ბანკი განსხვავდება ლომბარდისგან და კომერციულმა ინსტიტუტებმა უნდა აიღონ ის პასუხისმგებლობა, რაც ევროპაში და ამერიკაში აქვთ საფინანსო ინსტიტუტებს.

არ შეიძლება ადამიანს სესხის აღებისას შიში ჰქონდეს, რომ ის გაკოტრდება. ბანკი უნდა იყოს ბიზნესის პარტნიორი და არა მტერი.

მაღალი საპროცენტო განაკვეთი დღეს ბიზნესს ურტყამს ყველაზე ძლიერად. არ შეიძლება, ბიზნესის მიერ მიღებული თანხის 90% მიდიოდეს საბანკო გადასახადებში. ეს არის როგორც ბიზნესის, ასევე საბანკო სექტორის არასწორი ადმინისტრირების შედეგი. მიუხედავად გამოწვევებისა, ევროპული ბიზნესსესხები 2%-3%-ის ფარგლებში მერყეობს, საქართველოში კი დღეს საპროცენტო განაკვეთები 10%-დან და ზემოთ იწყება”,- აცხადებს გიორგი ჩალაძე.