საბანკო ასოციაცია წელს საკრედიტო პორტფელის მინიმუმ 10%-იან ზრდას ელის. ამის შესახებ ასოციაციის ხელმძღვანელმა "საქმის კურსში" განაცხადა. ალექსანდრე ძნელაძემ იმ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა, რამაც შესაძლოა, სასესხო პროდუქტებზე მოთხოვნა შეამციროს.
„დიდი იმედი გვაქვს, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისიდან ზრდის მაღალი ტემპი არ არის, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ წინა წლების დინამიკას შევინარჩუნებთ. მინიმუმ 10%-იან ზრდას ველოდებით.
სასესხო პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების ხელის შემშლელი ფაქტორია მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იმ შეზღუდვებთან ერთად, რაც ლარიზაციის პროცესს ახლავს. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული პრობლემები - ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არა მარტო საქართველოსა და რეგიონში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. ასევე მნიშვნელოვანია, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,75%-მდე გაზრდა. მიდის საუბარი, რომ შეიძლება, დაახლოებით, 2%-მდე ზრდა ვიხილოთ. ეს ყველაფერი იმისკენ უბიძგებს, რომ შესაძლებელია, სასესხო პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდეს.
რაც შეეხება ბოლო გადაწყვეტილებებს, კერძოდ, აპრილსა და მაისში და ასევე, უფრო ადრე იანვარში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც იპოთეკური სესხების ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადის შემცირებას ეხებოდა, უცხოურ ვალუტაზეა მხოლოდ საუბარი. ეს კომპლექსურად მიმართულია სამომხმარებლო სესხების პორტფელის ზრდის ტემპის შესანელებლად და განსაკუთრებით ვალუტაში.
დეკემბრის გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო და 3%-იანი რისკის ბუფერის გამოცვლაც ასევე მნიშვნელოვნად უცხოურ ვალუტაში კრედიტებს ეხება. იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში სესხის აღებას ვეღარ შეძლებენ, უფრო მეტად სესხს ლარში აიღებენ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ეს გარდამტეხია", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, პირველი მაისიდან სესხის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. რეგულაცია ცვლად განაკვეთზე მიბმულ იპოთეკურ სესხებს შეეხო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი