მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-ჯეიჰანთან შედარებით არანაკლები მნიშვნელობა ექნება - თურნავა საქართველო-რუმინეთის შესაძლო ენერგოკაბელზე

61bb4e4c7f4e3
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.21 21:20
585
საქართველოსა და რუმინეთს შორის მაღალი ძაბვის ელექტროგამამცემი ხაზის მშენებლობა განიხილება. პროექტი ასევე ორ ქვეყანას შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელის გაყვანასაც ითვალისწინებს. ინიციატივა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თავდაპირველად მიმდინარე წლის მარტში დააანონსა, დღეს კი განაცხადა, რომ პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება მსოფლიო ბანკის დახმარებით მომზადდება.

„ეს არის სრულიად ახალი რეალობა, როდესაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ფიზიკურადაც იქნება ევროპულ ბაზართან დაკავშირებული და არამარტო იურიდიულად და სამართლებრივად. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1,195 კილომეტრის სიგრძის 1000 მგვტ-ის სიმძლავრის მქონე კაბელი რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ ბალკანების სანაპიროს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელონ“, -  განაცხადა თურნავამ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში.

მინისტრის თქმით, გაყვანის შემთხვევაში, კაბელი “არანაკლები მნიშვნებლობის იქნება, ვიდრე თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი იყო.”

უცნობია რამდენი მილიონი დოლარი შეიძლება დაჯდეს პროექტის განხორციელება და არის თუ არა რუმინეთის მთავრობა ამ პროექტით დაინტერესებული, შესაბამისად. უცნობია თუ რა თანაფარდობით შეიძლება მოხდეს მხარეების მიერ პროექტის დაფინანსება.