ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შესაძლოა, განახლდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტოს apa-ს კასპიის ზღვის რეგიონში BP-ის კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტმა ბახტიარ ასლანბეილმა განუცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ ეტაპზე ნავთობსადენი გაჩერებულია და ექსპორტი მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ხორციელდება.
“თუ მომავალში ვითარება შეიცვალა, ამ საკითხს გადავხედავთ”, - აცხადებს BP-ის წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, ბაქო-სუფსის მილსადენი სრულად გაჩერებული არ არის და ამუშავება ნებისმიერ დროს შესაძლებელია.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს მილსადენით 0.6 მლნ ტონა ნავთობია გადაზიდული. სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ აპრილის შემდეგ მილსადენი გაჩერებულია. BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება ჯერ 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ კი - წლის ბოლომდე. ბრიტანულმა კომპანია მიზეზად შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოების საკითხის დასახელდა. გასულ წელს საქართველოს გავლით ჯამში 30.6 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლის ტოლია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი