28.ოქტომბერი .2019 11:20

ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს

views 11244
უკან

ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ფრანგული ჩქაროსნული  მატარებელი შეასრულებს. როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის რკინიგზის დეპარტამენტზე დაყრნობით წერს, ბაქო-თბილისი-ბაქოს მგზავრების გადაყვანა პირველად, Prima M4 სამგზავრო მატარებლით მოხდება.


მათივე ცნობით, ამ დრომდე მოქმედებაში მყოფ მატარებლებს, რომლებიც 70-იან წლებშია წარმოებული, სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოიყენებენ.




ფრანგული კომპანია Alstom-ის თანამედროვე, ევროპული სტილის, ჩქაროსნული  მატარებელი 160 კმ / სთ-თს ავითარებს.

 

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ რკინიგზას (CJSC) და ფრანგულ კომპანია Alstom Transport S.A- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 2014 წლის 12 მაისის გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა ფრანგებისგან  Alstom-ის 50 ლოკომოტივი უნდა შეიძინოს.