მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ტონა ნავთობი გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში?

61f285fe631fe
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.22 17:36
1771
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. 1768 კილომეტრის სიგრძის მილსადენის საქართველოს მონაკვეთის მართვაზე პასუხისმგებელი, საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს გატარებული ნავთობის მოცულობის შესახებ სტატისტიკას.

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებული ნავთობის მოცულობამ 26 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია და ბოლო 10 წლის განმავლობაში მილსადენის დატვირთვის მინიმალური მაჩვენებელია.

ბაქო-სუფსის მილსადენის მიერ გატარებული ნავთობის მოცულობა ამავე პერიოდში 4.4 მილიონ ტონას შეადგენდა, რაც 2020 წელთან შედარებით 4%-ით მეტია. ორივე მილსადენში გატარებული ნედლი ნავთობის საბაზრო ღირებულება ამჟამად 18.9 მილიარდი დოლარია.

გატარებული ნავთობის მოცულობა 11.5%-ით შემცირდა 2020 წელს, შედეგად მილსადენის დატვირთვა 27.6 მილიონი გახდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წელს გაიხსნა. მას შემდეგ მისი დატვირთვა ყველაზე მაღალი 2010 წელს იყო და 38.4 მილიონ ტონას შეადგენდა.