მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთი 4 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს

5d9dae519559a
მიხეილ ხაჩიძე
09.10.19 18:00
1791
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1-4 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას მოახდენს -  ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა კანატ ბოზუმბაევამ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა.

კანატ ბოზუმბაევას თქმით, ყაზახეთს ამ ეტაპზე ამისათვის საჭირო მნიშვნელოვანი რესურსები არ გააჩნია, თუმცა სამომავლოდ მათ ტონობით ნავთობის ტრანსპორტირება შეეძლებათ.

"ყაზახური რესურსების ზრდა სამ დიდ პროექტთან - "კაჩაგანთან", "თენგიზთან" და "ყარაჩაგანაკთან" არის დაკავშირებული. 2022-23 წლებში "თენგიზის" ველის გაფართოების შედეგად, სავარაუდოდ, ნავთობზე მოთხოვნა, წელიწადში 12-13 მილიონი ტონით გაიზრდება. შეგვეძლება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების საშუალებით წელიწადში 1-4 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოვახდინოთ. SOCAR Trading–სა და ყაზახურ კომპანიას შორის მოლაპარაკება ამ საკითხებზე აქტიურად მიმდინარეობს", - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
 
როგორც მინისტრმა დასძინა, ის დარწმუნებულია, რომ მხარეები წლის ბოლომდე შედეგს მიაღწევენ და საბოლოო ფასებზეც შეთანხმდებიან.