თურქეთში გამართული ტრანსპორტის მინისტერიალის ფარგლებში, შედგა ოთხმხრივი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს გარდა, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებიც მონაწილეობდნენ. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა.
ე.წ. ტრანსკასპიურ მინისტერიალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის მეტად განვითარების საკითხს. აღნიშნული ქვეყნები წარმოადგენენ კიდეც შუა დერეფანს, რომლის მეშვეობითაც ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა განსაკუთრებით ბოლო წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის ფუნქციონირებისა და მისი ცნობადობის გაზრდის მიმართულებით, როგორც უმოკლესი, უსაფრთხო და საიმედო გზისა ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. კერძოდ, ითქვა, რომ დერეფანში განსაკუთრებით გაიზარდა გადატანილი ტვირთების მოცულობა, რაც აღნიშნულ პროგრესზე ცალსახად მეტყველებს.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აქცენტი გააკეთა კონტეინერებით ტვირთბრუნვის მზარდ დინამიკაზე ტრანსკასპიურ შუა დერეფანში. მისი თქმით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, კონტეინერებით ტვირთბრუნვა ჩინეთიდან საქართველოს გავლით იმპორტის ჩათვლით 12,9%-ით გაიზარდა და ეს პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც - 2021 წლის იანვარი-აგვისტოში ეს მაჩვენებელი 268%-ია.
„მნიშვნელოვანია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გადაყვანილი კონტეინერების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. კერძოდ, 56,4%–იანი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში. ეს ხდება უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად, რომელიც გამოიწვია COVID-19-მა და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკური ფაქტორებმა.
ახალი კორონავირუსი იყო ჩვენი სატრანსპორტო სისტემების ნამდვილი გამოცდა და ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შევძელით, თავიდან აგვეცილებინა მნიშვნელოვანი ხარვეზები ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, სულ მცირე, შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა სატვირთო გადაზიდვებში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩვენი სატრანსპორტო დერეფნების მდგრადი და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პროაქტიული მიდგომები.
„ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განახლების, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების, სატრანსპორტო ოპერაციებისა და მომსახურების გაძლიერების გზით კონკურენტული უპირატესობის მუდმივი განვითარება და შენარჩუნება, დერეფანში მზარდი ტვირთების მოცულობის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ამ კონტექსტში და შუა დერეფნის ფუნქციონირების კიდევ უფრო გასააქტიურებლად ის მიესალმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისგან შედგება.
ტრანსკასპიური ქვეყნების მინისტერიალზე, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებმა ისაუბრეს, თუ როგორ გახადონ შუა დერეფანი უფრო მეტად კონკურენტული გლობალური კონკურენციის პირობებში, რათა ის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი ტვირთებისთვის და ახალი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი