მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქოდან ევროპაში პირველი პირდაპირი მატარებელი თბილისი-ყარსის გავლით მიემგზავრება

5dad79020cfda
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 17:50
3297
პირველი უწყვეტი მარშრუტი ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის გავლით - 42 კონტეინერს მატარებელი ჩინეთის ქალაქ სიანიდან ევროპამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღამდე გადაიტანს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ტრანსპორტი იქნება პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით თურქეთის მარმარეის გვირაბით ევროპაში გაემგზავრება.
 
მარშრუტის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელია ტრანს-კასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ასოციაცია. სტამბულში, 5 ნოემბერს მატარებლის საზეიმო დახვედრაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. ცერემონიაში მონაწლეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა - ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, იმ დროისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე უზბეკეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა - აბდულა არიპოვმა და ბაკიტჟან საგინტაევმა.

ევროკავშირმა რკინიგზის გახსნა დადებითად შეაფასა და მას სატრანსპორტო კავშირების მთავარი ელემენტი უწოდა, რომელიც ევროკავშირს თურქეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ცენტრალურ აზიასთან აერთიანებს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მატარებელი 254 კილომეტრს გაივლის.