მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქოში აზერბაიჯან-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს

5dad5dce04d5c
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 21:10
864

დღეს ბაქოში აზერბაიჯან-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმი დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღონისძიება აზერბაიჯანის ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) პრეზიდენტმა გახსნა.


როგორც იუსიფ აბდულაევმა განაცხადა, შვეიცარიამ საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში 861 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო აზერბაიჯანიდან შვეიცარიაში ჩადებულმა ინვესტიციამ 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აბდულაევის თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ბრუნვა 5-ჯერ გაიზარდა.


"ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 8 თვის განმავლობაში 648 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 135 მილიონი ექსპორტია აზერბაიჯანიდან შვეიცარიაში, ხოლო 513 მილიონი - იმპორტი ქვეყანაში. ჩვენ გვსურს, ექსპორტი მეტად გავაფართოვოთ", -  დასძინა მან.