24.აგვისტო .2019 13:15

ბარაკ და მიშელ ობამები $15 მილიონიან ვილას ყიდულობენ

views 629
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე კუნძულ Martha’s Vineyard -ზე ძვირადღირებული ვილის შეძენას აპირებენ. როგორც ამერიკული პორტალი "TMZ" იტყობინება, ბარაკ და მიშელ ობამებს მასაჩუსეტის სანაპიროსთან ახლოს მდებარე კუნძულზე იმ სახლის ყიდვა სურთ, სადაც წელს საზაფხულო შვებულება გაატარეს. წყვილს კუნძული და ვილა იმდენად მოეწონა, რომ მეპატრონესთან ამ ეტაპზე უძრავი ქონების გასხვისების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

სახლს შვიდი საძინებელი, დიდი ეზო, ბაღი, საცურაო აუზი, ბუხარი, ორი გარაჟი და საკუთარი ნავსადგომი აქვს, ვილა კუნძულზე, სანაპიროსთან ახლოს ულამაზეს ლანდშაფტში მდებარეობს.


ძვირადღირებული ვილა ვიკ გრუსბეკს ეკუთვნის. მეპატრონე სახლის გაყიდვას მართლაც აპირებს, ის ვილას 14.85 მილიონ ამერიკულ დოლარს აფასებს. ამერიკული გამოცემების ცნობით, შტატების ყოფილი პრეზიდენტის მაკლერი ახლა ფასის დაკლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.


აღსანიშნავია, რომ ობამებმა 2017 წელს ვაშინგტონში ის სახლი შეიძინეს, რომელსაც მანამდე ქირაობდნენ ხოლმე. წყვილმა კალორამას უბანში განთავსებულ, 9-საძინებლიან და 8-აბაზანიან სახლში 8,1 მილიონი დოლარი გადაიხადა.

GoBankingRates-ის ცნობით, ბარაკ ობამას ქონება 2018 წლის მონაცემებით, 40 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ყოფილ პირველ ლედს, მიშელ ობამას წიგნი "Becoming" ბესტსელერია, რასაც ემატება წიგნის პრეზენტაცია-საღამოებიც და ამერიკული მედიის პროგნოზით, ობამების ქონება  2019 წლისთვისდაახლოებით,   135 მილიონ დოლარზე განისაზღვრება.






Martha's Vineyard კუნძული მასაჩუსეტის შტატში მდებარეობს, მისი საერთო ფართი 231,75 კვადრატული კილომეტრია.  ყოველწლიურად კუნძულს ასიათასობით ადამიანი სტუმრობს, მათ შორის ცნობილი ამერიკელებიც. Martha's Vineyard კენედის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.შტატების 1963 წელს მოკლული  პრეზიდენტი ოჯახთან ერთად შვებულებას ამ კუნძულზე ატარებდა ხოლმე.

Martha's Vineyard ჰოლივუდის არაერთი ფილმია გადაღებული, მათ შორის "თეთრი ზვიგენი" ( Jaws) და "Stuck on You".