მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში მზად არიან, კოვიდ-ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტარონ

5fc8dc0264ae0
ნათია თაქთაქიშვილი
03.12.20 18:00
1407
ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ საჯაროდ ჩაიტარონ. ამის შეახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა მოქალაქეების დასარწმუნებლად მიიღეს იმის საილუსტრაციოდ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და სასარგებლოა.

ბარაკ ობამას განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოების ნაწილმა უნდობლობა გამოხატა ვაქცინასთან დაკაშირებით.

„მე მესმის საზოგადოების სკეპტიციზმის, მაგრამ კარგი იქნება თუ ისტორიას გავიხსნებთ - მაგალითისთვის ავიღოთ აცრა პოლიომიელიტზე. დღეს, აღნიშნული ვაქცინის გამოყენების შედეგად არ გვყავს ბავშვები, რომლებიც წითელას ან ჩუტყვავილას დაავადებებისგან იღუპებიან“, - განაცხადა ობამამ.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს და მოსახლეობის აცრა სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე დაიწყება.