20.თებერვალი.2016 16:23
ბიზნესი

ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა ვადაზე ადრე, 15 მარტს დასრულდეს

ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა ვადაზე ადრე, 15 მარტს დასრულდეს
თბილისის მერის დავალებით, ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად 15 მარტს დასრულდება.
 
"ბარათაშვილის ხიდზე, ზემოთ, მთლიანად მოძრაობა თავიდან ბოლომდე უნდა აღდგეს 15 მარტისთვის, ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა, ისევე, როგორც ხარისხიანად სამუშაოების შესრულება ყველა კომპანიასთან მიმართებაში არის ჩვენი უმკაცრესი მოთხოვნა. ამიტომაც, ვაწარმოებთ ყველა პროექტის მონიტორინგს, რათა შევამოწმოთ პროექტების მიმდინარეობის ვადიანობა, თუ რამდენად დროულად ასრულებენ სამუშაოებს და ასევე შევამოწმოთ ხარისხი. შესაბამისად, მიეცათ მშენებელ კომპანიებს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად იმუშაონ და ჩვენი ზედამხედველობის და ასევე, კეთილმოწყობის სამსახური უმკაცრეს მონიტორინგს განახორციელებენ პროექტის მიმდინარეობასა და ხარისხიან შესრულებაზე. მედიის მეშვეობით, ჩვენ გვსურს ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ ქალაქში. 2016 წელი ძალიან აქტიური სამუშაოების წელი იქნება", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისათვის, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, დასრულდა საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, სრულდება მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე. მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და ბორდიურზე ახალი ფილების დაგება. სამუშაოების დასრულების შემდგომ, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება.

ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ენ სი სი" აწარმოებს და თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 1,970,000 ლარი დაიხარჯება.

15.ივნისი.2019 11:20
2839

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1037

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
291

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
435

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
550

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1158

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად