14.მარტი.2016 11:59
საზოგადოება

ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა
ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად 14 მარტს დასრულდა, შესაბამისად, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის აღდგენილი.
 
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად, დღეს ბარათაშვილის ხიდის სავალ ნაწილზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

"ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა სრულად არის აღდგენილი. როგორც ეს დავალებით ჰქონდა კომპანიას, მან დადგენილ ვადაში, 15 მარტამდე დაასრულა სამუშაოები და გაიხსნა მოძრაობა. რაც შეეხება ხიდის ქვედა ნაწილს, გრძელდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოები და უახლოესი 1 თვის განმავლობაში ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელებიც მორჩება, ამით კი მთლიანად დავასრულებთ ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოებს", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისათვის, დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი: საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე, ასფალტის საფარისა და ფილების დაგება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის სავალ ნაწილს, მოეწყო ჰიდროიზოლაცია, ასფალტის ახალი საფარი საავტომობილო გზაზე და ბორდიურებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს ხიდის ქვეშ არსებულ საფეხმავლო გადასასვლელებზე.

ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ენ სი სი" აწარმოებს და თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის, ჯამში 1,970,000 ლარი დაიხარჯება.

 
 

17.ივნისი.2019 17:28
413

სეს: ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება

ვრცლად
17.ივნისი.2019 16:25
465

ბახტაძის განკარგულებით, სემინარიასა და სასულიერო აკადემიას 170 000 ლარი ჩაერიცხება

ვრცლად
17.ივნისი.2019 16:25
276

ივერთუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ვრცლად
17.ივნისი.2019 14:24
407

პრემიერი სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე: მოვლენებს ნუ გავუსწრებთ

ვრცლად
17.ივნისი.2019 13:54
981

bm.ge-ის ინფორმაციით, დავით სერგეენკო პოსტს ოფიციალურად ხვალ დატოვებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 13:47
485

სერგეენკო მთავრობის სხდომას ესწრება

ვრცლად