მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარათაშვილზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა - ვისთვის იქნება პარკინგი უფასო?

5e68912d2f92a
ინგა მურუსიძე
11.03.20 11:21
725
ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკინგი უფასო იქნება. როგორც კალაძე განმარტავს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უკვე დაარეგისტრირეს თავისი მანქანა აპლიკაციის მეშვეობით და პარკირებით უფასოდ ისარგებლებს.

„ყოფილი ლესელიძის ქუჩაზე დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება და პროექტი საკმაოდ წარმატებით განხორციელდა, ასევე იყო ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. დღეს გვაქვს სიახლე, ბარათაშვილის ქუჩაზე დაინერგება ზონალურ-საათობრივი პარკირება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ისინი არაფერს გადაიხდიან. ასევე უფასო იქნება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელთათვის. გამოიყოფა ტერიტორიები A ტიპის ტაქსებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა სხვადასხვა ქუჩებზე ეტაპობრივად ამოქმედდება.