09.მარტი .2020 15:00

ბარათაშვილზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება - ფასი 1 ლარი

views 392
უკან

ბარათაშვილის ქუჩაზე, ხვალიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ ქუჩაზე 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება ფასიანი იქნება (1 საათი - 1 ლარი).

„ზონალური პარკინგის ადგილებზე ავტომობილის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, სატრანსპორტო საშუალება 15 წუთით უფასოდ (სხვადასხვა ლოკაციაზე დღეში ოთხჯერ) გააჩერონ. ასევე, გამოყოფილია უფასო ადგილები ტაქსის მძღოლებისთვის და შშმ პირთათვის. იმ პირებს კი, რომელთაც ზონალური პარკირების არეალში უძრავი ქონება გააჩნიათ, 100 მეტრის რადიუსში, ორ ავტომობილზე უფასო პარკირებით ისარგებლებენ.

რაც შეეხება პარკინგის საშვს, მისი შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ასევე, თბილისის პარკინგის ვებგვერდზე (www.parking.tbilisi.gov.ge) და ყველა ტიპის სმარტფონიდან, მობილური აპლიკაციების საშუალებით არის შესაძლებელი. პარკირების საფასურის გადახდა ელექტრომობილების მფლობელებზე არ ვრცელდება და მათთვის აღნიშნული სერვისი უფასოა.

მოსახლეობის ინფორმირებისთვის ზონალური პარკინგის არეალში განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ზონალური პარკინგის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღონ, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრეებს შეეძლებათ, უფასო პარკირებისთვის სისტემაში საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ უკვე მოქმედებს. ზონალური პარკირებისთვის ბარათაშვილის ქუჩის ჩათვლით, სულ 478 ადგილით 56 ლოკაციაა გამოყოფილი", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა