მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბარბატუსი“ - თევზის ახალი ბაზარ-რესტორანი თბილისში

625548c442891
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.22 18:12
6893
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მარტის ბოლოს თევზის ახალი ბაზარ-რესტორანი „ბარბატუსი“ გაიხსნა.

ახალი კონცეფციით ამოქმედებულ ობიექტს თევზის კერძებითა და ზღვის დელიკატესებით ერთდროულად 75 სტუმრის გამასპინძლება შეუძლია და ამ ეტაპზე ბაზარ-რესტორანში 12 ადამიანია დასაქმებული.

BM.GE-სთან საუბრისას რესტორნის თანადამფუძნებელი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ პარტნიორებმა რესტორნის კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყეს და სულ მალე განსხვავებულ ნიშასაც მიაგნეს.

„ისეთი კონცეფციის შერჩევა გვინდოდა, რომელიც ბაზარზე არსებულ ანალოგიური ტიპის რესტორნის კონცეფციას არ გაიმეორებდა. შედეგად მივაგენით ნიშას - ეს არის თევზზე ორიენტირებული ადგილი, სადაც ახალი თევზი ყოველდღიურად შავი ზღვის აკვატორიიდან, კონკრეტულად კი ფოთიდან ჩამოგვაქვს. ჩვენი მთავარი სლოგანიც ეს არის „ზღვიდან თეფშზე“. გარდა ამისა, რესტორანთან შერწყმულია ბაზარიც, სადაც თევზის მოყვარულები შავის ზღვის ახალი თევზის შეძენას შეძლებენ. მომხმარებელს შეუძლია როგორც დამუშავებული ცოცხალი თევზის, ასევე მომზადებული თევზის კერძების შეძენა“, - განმარტა ლევან ახვლედიანმა.



პარტნიორებმა ახალი ბაზარ-რესტორანი პირადი კაპიტალით აამოქმედეს და სარესტორნო ბიზნესში პირველი ობიექტის ამოქმედების შედეგებს უკვე ითვლიან. ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ რესტორნის მიმართ ინტერესი დიდია და თევზის კერძების დაგემოვნება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„ჩვენ ძირითადი აქცენტი შავი ზღვის აკვაკულტურაა. რესტორანში ვემსახურებით მხოლოდ თევზის კერძებით, გვაქვს როგორც თევზი, ასევე ზღვის დელიკატესები სხვადასხვა გარნირთან ერთად. საწყის ეტაპზე რესტორნის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია და მარხვის პერიოდშიც „ბარბატუსს“ ბევრი ადამიანი სტუმრობს.

ჩვენ სოციალური მისიაც გვაქვს. საქართველო შავი ზღვისპირა ქვეყანაა და ვთვლით, რომ თევზთან მიმართებით კვების კულტურა არ არის დამკვიდრებული. დღეს ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდა, რომ საკვებ რაციონში თევზსა და ზღვის პროდუქტებზე დაბალანსებული კერძების ჩართვაში გარკვეული როლი შევასრულოთ. ეს ჩვენი სატესტო პროექტია და მომავალში მის განვითარებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა დამფუძნებელმა და დასძინა, რომ თევზის პირველი ბაზარ-რესტორნის სივრცე როგორც კორპორაციული, ასევე მეგობრული შეხვედრებისთვისაა გათვლილი.