აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელი ტემპით გამკაცრების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.
ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 82 დოლარამდე გაიზარდა; WTI Crude-ის ღირებულებამ კი 77-დოლარიან ნიშნულს მიაღწია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი დამატებით 3%-ით გაიზარდა და ამჟამად 58 დოლარის ფარგლებშია.
დაფიქსირებული აღმასვლის ტენდენცია იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა, ნაცვლად 75 პუნქტისა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შენელებას, ბუნებრივია, ენერგეტიკული ბირჟის ტრედერები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-მა რეცესიის თავიდან არიდება შეძლოს.
შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკური აქტივობის ზრდას და რეცესიის განვითარების რისკების შემცირებას იწვევს, მოგეხსენებათ, მობილობა და საწვავის მოხმარება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ აქტივობასთან, შესაბამისად, FED-ისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქებას ენერგეტიკულ ბირჟებზე პოზიტიური გავლენა ექნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი