მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით, $24 დოლარამდე დაეცა

5e7225bf642a1
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.20 17:42
2094
ამ დროისთვის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის (WTI) ღირებულება დღეს მთელი 11.54%-ით დაეცა და ის ამჟამად $23.85 დოლარს შეადგენს. ეს 2002 წლის შემდეგ, ბარელი ნავთობის მინიმალური ღირებულებაა. 

ნავთობის ფასის ვარდნა გლობალურად ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭების მოლოდინს და საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მოპოვების დონის შესახებ შეთანხმების მიუღწევლობას უკავშირდება.

ჩაშლილი შეთანხმების გამო, საუდის არაბეთი 2020 წლის პირველი აპრილიდან მის ყოველდღიურ მოპოვებას რეკორდულ მაჩვენებლამდე - 13 მილიონ ბარელამდე გარზდის.

ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის შეფასებით, ნავთობის ფასი კიდევ უფრო მეტად, $20 დოლარამდე შეიძლება შემცირდეს. ბანკი მიუთითებს, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული შოკისა და ენერგომატარებლებზე შემცირებული ფასის გათვალისწინებით, ფასის კიდევ უფრო შემცირებაც არაა გამორიცხული.