მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარელი ნავთობის ფასი $20 დოლარამდე შემცირდა

5e819e44874c9
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.20 11:24
4792
ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი (WTI) $20.61 დოლარი ღირს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ნავთობის ფასი დამატებით 5%-ით შემცირდა. 

ნავთობის ფასების ვარდნა საუდის არაბეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულ დაძაბულობას და კორონავირუსის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ შოკს უკავშირდება. 

CNBC-ის ინფორმაციით, პანდემიის ფონზე, გლობალურად 15-20%-ით შემცირდა ნედლ ნავთობზე მოთხოვნა, რაც ფასების მკვეთრ ვარდნას დამატებით უწყობს ხელს.