19.მარტი .2020 19:00

ბარელი ნავთობის ფასი $22 გახდა

views 3132
უკან

ამ დროისთვის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის (WTI) ღირებულება  $22.77 დოლარს შეადგენს. ეს 2002 წლის შემდეგ, ბარელი ნავთობის მინიმალური ფასია. 

ნავთობის ფასის ვარდნა გლობალურად ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭების მოლოდინს და საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მოპოვების დონის შესახებ შეთანხმების მიუღწევლობას უკავშირდება.

ჩაშლილი შეთანხმების გამო, საუდის არაბეთი 2020 წლის პირველი აპრილიდან მის ყოველდღიურ მოპოვებას რეკორდულ მაჩვენებლამდე - 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის.

ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის შეფასებით, ნავთობის ფასი კიდევ უფრო მეტად, $20 დოლარამდე შეიძლება შემცირდეს. ბანკი მიუთითებს, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული შოკისა და ენერგომატარებლებზე შემცირებული ფასის გათვალისწინებით, ფასის კიდევ უფრო შემცირებაც არაა გამორიცხული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა