მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარელი რუსული ნავთობის ფასი $49-მდე დაეცა

6412da320ce8f
გიორგი თოლორდავა
16.03.23 13:15
607
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი რუსული ნავთობის ფასი 49 დოლარამდე შემცირდა, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული ვარდნის 12%-იანი მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში კი Urals-ი 40%-ითაა გაიაფებული.

ბარელი Brent-ის ფასი 74 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში დაფიქსირებული ვარდნის 10%-იანი მაჩვენებელია. გაიაფების ტენდენციაა WTI-სთან მიმართებითაც, რომლის ღირებულებაც 68 დოლარ შეადგენს. საერთო ჯამში, ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე ერთ წელიწადში 30%-ითაა გაიაფებული.

მკვეთრად ეცემა ბუნებრივი აირის ფასიც, ამჟამად ევროპული გაზის ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 42 დოლარს შეადგენს, რაც ერთ წელში 60%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გაიაფების ტენდენციაა ქვანახშირთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 20%-ით; ერთ წელში კი თითქმის 50%-ით დაეცა.

ბირჟაზე არსებული ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით არსებული რთული ფინანსური მდგომარეობითა და მოკლე პერიოდში სამი ამერიკული ბანკის გაკოტრებითაა განპირობებული. ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ ფინანსური კრიზისის დადგომის შემთხვევაში, გლობალურ ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება.