“განათლების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებზე გადაყვანა” იყო ერთ-ერთი იმ შვიდ თემას შორის, რომლებზეც 19 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. საკითხზე მომხსენებლი ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ბაიდაშვილი იყო.
თემის შესახებ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, BMG სწორედ მას ესაუბრა. ირაკლი ბაიდაშვილის თქმით, განათლების სისტემაში დღემდე დგას რიგი საკითხები, რომლებიც საქართველოში უცხოელი სტუდენტებისთვის განათლების მიღების პროცესს აფერხებს. ძირითადად, საუბარია ბიუროკრატიულ საკითხებზე, რის გამოც ქართულ უნივერსიტეტებში სტუდენტები დროულად დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. გამოწვევებს შორისაა სავიზო პროცედურების გავლა.
AMCHAM-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ინვესტორთა საბჭოს წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი საკითხით დაინტერესდა და ამ თემაზე განათლების სამინისტროში ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა.
„ყველა უწყებას, რომლებმაც უცხოელი სტუდენტების სკრინინგი უნდა ჩაატარონ, თავისი ვადები აქვს. უბრალოდ, ეს ვადები ერთმანეთს ემატება და ისე ხდება ხოლმე, რომ სანამ სტუდენტი საქართველოში სკრინინგს გაივლის, ვადებში ვერ ეტევა და პრაქტიკულად, უცხოელ სტუდენტებს ვკარგავთ. მაგალითად, ასეთ შემთხვევებს აქვს ადგილი, როცა საკითხი უცხო ქვეყნების ატესტატების ქართული უწყებების მიერ დადასტურებას ეხება.
პრემიერმა ძალიან პოზიტიურად მიიღო ეს თემა და პრობლემის გადაჭრის გზებზეც დაისვა შეკითხვები.
ამ თემაზე ჩემი თხოვნა ცალკე შეხვედრის ორგანიზება იყო, სადაც ყველა შესაბამისი უწყება იქნება და ვითხოვთ, რომ ეს ვადები ან შემცირდეს ან ერთმანეთთან იყოს კოორდინაცია, რომ დრო არ დაიკარგოს. ერთი შეხვედრა განათლების სამინისტროში უკვე შედგა და საკითხი საკითხი ძალიან კარგად დაიძრა“, - განმარტა ბაიდაშვილმა და BMG-სთან ინტერვიუში იმ პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიტებზე ისაუბრა, რაც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ეკონომიკისთვის მოაქვთ.
„ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან საქართველოში განათლების მიღებით დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, საქართველოში სწავლის მსურველი უკვე 17 000 უცხოელი სტუდენტია და თითოეული მათგანი მხოლოდ სწავლის საფასურის სახით, 10 000 აშშ დოლარს იხდის. ამის გარდა, მათ ხომ სხვა ხარჯებიც აქვთ და ძალიან კარგად ჩანს, მათი წვლილი ეკონომიკაში. მათ შორის ადამიანური კაპიტალის შემოსვლაც მნიშვნელოვანია. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.
ვფიქრობთ, რადგან საკითხი დაიძრა, თუ ბიუროკრატიულ ბარიერებს შევამცირებთ, მომავალ წელს ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების რიცხვი გაიზრდება“, - განაცხადა ირაკლი ბაიდაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს