მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა

5d8883a9f0123
მიხეილ ხაჩიძე
23.09.19 13:00
12828

მილიარდერი და ჰოტელიერი ბარონ ჰილტონი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მისმა შვილიშვილმა პერიზ ჰილტონმა გაავრცელა.




ბარონ ჰილტონი სასტუმროს ქსელის დამაარსებლლის კონრად ჰილტონის ვაჟი იყო. Hilton Hotels Corporation– ის აღმასრულებელ დირექტორად ის 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. კარიერის განმავლობაში მან სასტუმროების რაოდენობა გაზარდა და მილიარდერი გახდა.



ჯერ კიდევ 2007 წელს ბარონ ჰილტონმა გამოაცხადა, რომ ქონების 97%-ს ქველმოქმედებაში დახარჯავდა. შესაბამისად, 3.5 მილიარდი დოლარი მისი მამის, კონრად ჰილტონის დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაცია Conrad N. Hilton Foundation-ს გადაეცემა, რომელიც აფრიკის ქვეყნებში სხვადასხვა საქველმქომედო პროექტს ახორციელებს.




ბარონ ჰილტონის ქონება 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს; მის 8 შვილსა და 15 შვილიშვილს მხოლოდ 3% ერგებათ.