მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარსელონას აეროპორტში შეტაკებების გამო ათობით ავიარეისი გაუქმდა

5da4d59e3c9f0
BM.GE
15.10.19 00:13
1571
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე აქტივისტების პროტესტის გამო, ბარსელონას აეროპორტის მუშაობა შეფერხდა. გაუქმდა 67 რეისი, -  ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

აქტივისტებმა კატალონიელი სეპარატისტი ლიდერებისთვის პატიმრობის შეფარდება გააპროტესტეს. აქციების და მსვლელობების შედეგად დღეს ბარსელონაში შეფერხდა სარკინიგზო სერვისიც. იყო პოლიციასთან შეტაკებები.

შეგახსენებთ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დღეს ცხრა კატალონიელ ლიდერს ამბოხების მოწოდების გამო, 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.