მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარსელონას უნდა მოუგო, თუ გინდა, რომ ევროპის ჩემპიონი გახდე - ჭყონია

5eca33dd8daec
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.20 12:43
1860
ბარსელონას უნდა მოუგო, თუ გინდა, რომ ევროპის ჩემპიონი გახდე,- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა “Forbes კვირაში” საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო წარმატებულ ქვეყნებს უნდა შეეჯიბროს და მისი მიზანი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ უნდა იყოს.

“შედეგმა აჩვენა, რომ არასწორია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რადგან ისევ იქ ვდგავართ, სადაც...ბევრმა ქვეყანამ გაგავასწრო. ჩვენ ვეჯიბრებით ვიღაცას... იმან მოახერხა 5%-იანი (ეკონომიკური) ზრდა და შენ 5,5%-იანი და მოუგე...ეს არაფერი არ არის. შენ უნდა მოუგო ბარსელონას, თუ გინდა, რომ ევროპის ჩემპიონი გახდე”,- ამბობს ბიზნესმენი.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ამის შესაძლებლობა, რომ უფრო სწრაფად და კარგად განვითარდეს, მთავარია სწორი და ამბიციური მიზნების დასახვა.