მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA მსოფლიოში არსებული მსგავსი ინიციატივების ნაერთია - პოლ თომფსონი

6356534c38dd0
გიორგი არონია
25.10.22 00:45
490

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო, ანუ BARTA, რომელიც საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა, მსოფლიოში არსებული მსგავსი ინიციატივების ნაერთია, - ამის შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა, ბუღალტერთა და აუდიტორთა ევროპული ასოციაციის დირექტორმა და BARTA-ს ჟიურის თავმჯდომარემ, პოლ თომფსონმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

„BARTA-ს რომ ვქმნიდით, მსოფლიოში მოვიძიეთ ის პრაქტიკები, რომლებიც საუკეთესოდ მიგვაჩნდა და BARTA მათ გარშემო ავაგეთ. ჩემთვის, BARTA მსოფლიოში არსებული მსგავსი ინიციატივების ერთგვარი ნაერთია; ის კოპირებული და გადმოტანილი პროექტი არ არის. მინდა ვიფიქრო, რომ BARTA დიდად უსწრებს სხვა მსგავს პროექტებს. ეს ძალიან თანამედროვე საანგარიშო ინიციატივაა“, - განაცხადა პოლ თომფსონმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო, რომელსაც საფუძვლად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი უდევს, საქართველოში წელს მეოთხედ ტარდება.

დაჯილდოება დეკემბერში გაიმართება და განაცხადების წარმოდგენა კომპანიებს 31 ოქტომბრამდე შეუძლიათ.