18.ნოემბერი .2022 11:40

BARTA-ს კონკურსის დაჯილდოებამ მონაწილე ბიზნესებს დიდი პრესტიჟულობა შესძინა - ნიკოლოზ გაგუა

BARTA-ს კონკურსის დაჯილდოებამ მონაწილე ბიზნესებს დიდი პრესტიჟულობა შესძინა - ნიკოლოზ გაგუა
views 421
უკან

"BARTA-ს კონკურსის დაჯილდოებამ მონაწილე ბიზნესებს დიდი პრესტიჟულობა შესძინა", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორმა დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებად შეაფასა.

მისივე ცნობით, BARTA-ს კონკურსის შედეგად ქართულ ბიზნეს საზოგადოებაში აღრიცხვიანობისა და გამჭირვალობის პროცენტულობა გაიზარდა, რამაც მათთვის დამატებითი ხარჯების შემცირებაც გამოიწვია.

"BARTA-ს კონკურსი ბიზნეს სექტორმა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებად შეაფასა, იმიტომ, რომ აღნიშნულმა დაჯილდოებამ მონაწილე ბიზნესებს დიდი პრესტიჟულობა შესძინა, სერთო ჯამში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან და რეპუტაციულ დაჯილდოებად ჩამოყალიბდა. მეორე მხრივ, გაიზარდა გამჭვირვალობისა და აღრიცხვიანობის ხარისხიც, ამჟამად კომპანიების დაახლოებით 90% თავიანთ ფინანსურ ანგარიშგებებს აქვეყნებენ, ეს კი პრაქტიკულად განვითარებული ევროპული ქვეყნების მაჩვენებელია, შეიძლება ითქვას, უკეთესიც კი. ეს ყველაფერი ქართული ბიზნეს საზოგადოების სტანდარტი გახდა, მაღალი ანგარიშვალდებულების სტანდარტის შედეგად კი, როდესაც ისინი კაპიტალის ბაზართან მიდიან, გაცილებით ნაკლები ნაბიჯების გადადგმა უწევთ და ხარჯიც ბევრად ნაკლებია, ეს რა თქმა უნდა, კაპიტალის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ინფორმაციისთვის, BARTA, რომელიც 2019 წელს დაწესდა, იმ ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რომლის ამოცანა ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევების დაძლევაა. 2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.