მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA-ს მოსაპოვებლად განცხადებების მიღება 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება

62fcdeb4b04c9
BM.GE
17.08.22 16:20
1122
ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF) პარტნიორობით 2022 წლის კონკურსს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გახსნილად აცხადებენ. 

BARTA-ს მოსაპოვებლად განცხადებების მიღება უკვე მიმდინარეობს და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

​წლევანდელი BARTA ღიაა საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. 

როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

2022 წლის კონკურსში მდგრადი ანგარიშის ორი ნომინაციის დაემატა. BARTA ორგანიზატორების თქმით, ანგარიშები უნდა მომზადდეს საყოველთაოდ აღიარებული საფუძვლების გამოყენებით, როგორიცაა წლიური ანგარიშის ნაწილის სახით წარმოდგენილი გლობალური ანგარიშგების ინიციატივა.

შეფასების პროცესი კი 3-ეტაპიანია, რაც მოიცავს თავდაპირველ გაცხრილვას, წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილი კომპანიების დეტალურ შეფასებას, და ბოლოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ გამარჯვებული კომპანიების გამოვლენას.

თავდაპირველი შერჩევა (გაცხრილვა) დამოკიდებული იქნება იმაზე, არის თუ არა კომპანია ლისტინგში შემავალი საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირი. ბირჟაზე დალისტული კომპანიებისთვის თავდაპირველი შერჩევა გულისხმობს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში შემავალი კომპანიების გამოვლენას, რომლებიც აკმაყოფილებენ ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის არამოდიფიცირებული დასკვნით და წლიური ანგარიშის დროული წარდგენით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS), რაც www.reportal.ge ვებგვერდზე ქვეყნდება 2021 წლის 31 ოქტომბრისთვის. ამ კომპანიებს შემდეგ ეცნობებათ, რომ მათ შეასრულეს საწყისი შერჩევის კრიტერიუმები და ავტომატურად დაექვემდებარებიან შეფასდებიან.

​საზოგადოებრივი დაინტერესების ყველა სხვა პირმა, რომელიც არ შედის საფონდო ბირჟის სალისტინგო A და B კატეგორიებში, თვითონ უნდა წარადგინოს აპლიკაცია. თუმცა ლისტინგში შემავალი სდპ-ების მსგავსად ისინიც უნდა აკმაყოფილებდნენ ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის არამოდიფიცირებული დასკვნით და წლიური ანგარიშის დროული წარდგენით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS).

იმ კომპანიებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, თვითწარდგენა უნდა განახორციელონ თავიანთი წლიური ანგარიშის ელექტრონული ასლის გაგზავნით ფონდის ელექტრონულ მისამართზე. სდპ-ების სრული ჩამონათვალი, მათ შორის ისინი რომლებიც არ შედიან საფონდო ბირჟის სალისტინგო კატეგორიებში და რომლებსაც შეუძლიათ თვითწარდგენა მოცემულია საიტის შესაბამის სექციაში.

აღსანიშნავია, რომ ყველა ბანკი, საფინანსო დაწესებულება, სადაზღვევო კომპანია და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოები კლასიფიცირდებიან როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირები. ზემოაღნიშნულთან ერთად, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათი აპლიკაციის განხილვისთვის საჭიროა ისინი ასევე აკმაყოფილებდნენ შესაბამისი მარეგულირებლის საანგარიშგებო სავადო მოთხოვნებს.

ცნობისთვის, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება განახორციელა ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად. შედეგად მდგრადი ანგარიშგება ევროკავშირში ისეთივე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორიც ფინანსურ ანგარიშგებას უკავია. შეიძლება გლობალურადაც იგივეს ველოდოთ, რამდენადაც ფასს-ის ფონდი მდგრადი ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებას აპირებს.