BAT-ის მარკეტინგის უფროსმა, კინგსლი უიტონმა თამბაქოსა და ნიკოტინის პირველ ვირტუალურ ფორუმზე (GTNF) სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა, რომ აუცილებელია რომ სახელმწიფოებმა თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების მიმართ თავიანთი პოლიტიკების განსაზღვრის პროცესში უფრო ინკლუზიური მიდგომები გაატარონ და ხელი შეუწყონ იმგვარი პოლიტიკის ფორმირებას, რაც საზოგადოებას მეტ კეთილდღეობას მოუტანს. კინგსლი უიტონის თქმით, ეს პირველ რიგში თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკაა.
კინგსლი უიტონის განცხადებით, ამჟამად BAT-ი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის, რაც მისი პროდუქტების მავნე ზეგავლენის შემცირებაში მდგომარეობს. British American Tobacco-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას დიალოგის ფორმატი, სადაც მთავარი არგუმენტები მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულებები იქნება.
კინგსლი უიტონის თქმით, რეგულაციები მწარმოებლებს უნდა აძლევდნენ შესაძლებლობას შექმნან ნაკლები რისკის შემცველი ინოვაციური პროდუქტები, თავად რეგულაციების სიმძიმე კი ადამიანის ჯანმრთელობაზე კონკრეტული პროდუქტების ზიანის პროპორციული უნდა იყოს.
“ჩვენ გვჯერა, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტური გზა არის მომხმარებლებისთვის მრავალკატეგორიანი არჩევანის შეთავაზება, რაც უნდა მოიცავდეს შემცირებული ზიანის მქონე ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა გახურებადი თამბაქოს ნაწარმი, ელექტროსიგარეტები და სხვა პროდუქტები.
BAT-ში ჩვენი მიღწევებით ვამაყობთ, რადგან დაახლოებით 12 მილიონამდე მომხმარებელმა სიგარეტი არაწვადი კატეგორიის პროდუქტებით ჩაანაცვლა. შედეგად, მყარად ვაგრძელებთ წინსვლას იმ ამბიციურ მიზნამდე, რაც დასახული გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ 2030 წლისთვის 50 მილიონ მომხმარებელს დავეხმაროთ ტრადიციული სიგარეტის შემცირებული ზიანის მქონე ალტერნატიული პროდუქტებით ჩანაცვლებაში.
თუმცა, ამ პროცესის ხელშეწყობას და მომხმარებლებისთვის ნაკლები ზიანის ალტერნატივების შეთავაზებას მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრია ვერ შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ დიალოგში, რომელიც თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას განიხილავს. ეს კი რეგულატორებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ღია დიალოგს საჭიროებს. სწორედ ერთად მუშაობით არის შესაძლებელი ეფექტიანი რეგულაციური გადაწყვეტების შემუშავება, რათა მომხმარებლებისთვის არჩევანის შეთავაზებით თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მიღწევა იყოს შესაძლებელი,”- ამბობს კინგსლი უიტონი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ