მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბატონო რომან, წარსულში ცხოვრობთ და იქვე დარჩებით - გახარია გოცირიძეს

5ed0ea3dda509
ინგა მურუსიძე
29.05.20 15:06
1133
ბატონო რომან, წარსულში ცხოვრობთ და იქვე დარჩებით, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს.

გოცირიძემ გახარიას უთხრა, რომ სხდომაზე მის მიერ დასახელებული ყველა ციფრი ტყუილია და ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბეა.

"იცით რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? - იმიტომ მოხსნა, რომ გაერო-ს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. თქვენც მოგხსნით, მაგრამ ეს სხვა საკითხია. საქართველში არის უკიდურესი სიღარიბე და თქვენ მოსახლეობაზე არ ზრუნავთ", - მიმართა გოცირიძემ გახარიას.

თავის მხრივ, პრემიერმა მას დემაგოგი უწოდა.

"რა უნდა ვუპასუხო ამას? - ჩვეულებრივი დემაგოგია. ბატონო რომან, ჩვენი სამწუხარო რეალობა იმაშია, რომ თქვენ ის კი არ გაინტერესებთ, თუ რით უნდა დავეხმაროთ პენსიონერებს, ბავშვებს, რა უნდა გავაკეთოთ სიღარიბისგან თავის დასაძლევად, რომელიც მართლა არის ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს. წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქვე", - უპასუხა გოცირიძეს გახარიამ.

ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ინტერპელაციის წესით სიტყვით მიმართავს.