მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს“

60ec152787cb8
ლიკა გურაბანიძე
12.07.21 15:01
1883
“მედია ჩვენი ქვეყნის სტრუქტურაში ერთ-ერთი დედაბოძია. ბევრი წელია მედიის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებაა. ჟურნალისტების მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება ქვეყნის დაშლას იწვევს,” - ასე შეაფასა 5 ივლისს განვითარებული მოვლენები “ჩირინას” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა “საქმიან დილაში”.

როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, ინვესტიციების შემცირებაზე ქვეყანაში მიმდინარე ყველა უარყოფითი მოვლენა მოქმედებს.

“ჟურნალისტების დღევანდელი აქტივობა, საბოლოო ჯამში, ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. სანამ ეს ენთუზიაზმი იქნება, ჩვენი სახელმწიფოც იქნება, ხოლო თუ მოვლენების ობიექტური გაშუქება არ იქნება, მაშინ შესაძლოა, სახელმწიფოებრიობასაც დავემშვიდობოთ.

ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს და ჩვენმა პარლამენტმა საკანონმდებლო აქტებში მედიასთან დამოკიდებულებისთვის ბევრი რამ უნდა შეცვალოს. ინვესტიციები შემცირდა და ამის მიზეზი, ქვეყანაში მიმდინარე ყველა ფაქტორთა ერთობლიობაა. ეს ფაქტორები მომავალში ქვეყნის ბიზნესგარემოზე კიდევ უარყოფითად იმოქმედებს“, - განმარტა ვაშაკიძემ.