მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა

60ba55804e077
BM.GE
04.06.21 22:18
699
წარმატებით დასრულდა ბათუმის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი. ინოვაციური პროექტი ბათუმის 13 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რაც ბათუმის სკოლების ნახევარს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.

პროექტის განხორციელების ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

პროექტი "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავდა, რომელმაც ლიეტუვის გარემოსდაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.

13 საჯარო სკოლაში განთავსებული გენერაციის ობიექტები ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია.